რუსთავის მერიის ორგანიზებით, 29 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართება

0
1548

საახალწლო პროგრამის ფარგლებში, წელს პირველად, თავისუფლების მოედანზე ,,საახალწლო სოფელი’’ მოეწყობა. სადღესასწაულო დეკორაციებითა და აქსესუარებით გაფორმებულ ,,საახალწლო სოფელში’’, 29, 30, 31 დეკემბერს, 16-00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა, სანტას კუთხე და მინი კინოთეატრი მოეწყობა, ასევე, გაიმართება სამუსიკო სკოლებისა და საბავშვო მუსიკალური სტუდიების კონცერტები, საცირკო და თეატრალური წარმოდგენები, ფლეშმობი, ილუზიონისტებისა და ანიმატორების შოუ, ტერიტორიაზე განთავსებულ ‘’Photo bus’’-ში კი მსურველებს უფასოდ შეეძლებათ სამახსოვრო ფოტოების გადაღება. 29 დეკემბერს, 20:00 საათზე, ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების –,,თუთარჩელა’’, ,,ფიროსმანი’’, ,,მე რუსთველი’’, ,,სალხინო’’, მონაწილეობით კონცერტი ჩატარდება, ხოლო 30 დეკემბერს, 20:00 საათზე, რუსთაველების წინაშე მუსიკალური ჯგუფები – ,,გროს ოქტეტი’’ და ,,Manzura’’ წარდგებიან. 31 დეკემბერს, სადღესასწაულო ღონისძიებებს გალაკონცერტი დაასრულებს. კონცერტი ცენტრალურ მოედანზე, 21:00 საათზე დაიწყება, და მასში მონაწილეობას პოპულარული საესტრადო შემსრულებლები: ლაშა ბერიძე, ოთო ნემსაძე, სალომე ბაკურაძე, დათუნა მგელაძე, თემურ თათარაშვილი, დავით ნეფარიძე, პანჩო და ანანო მჟავია მიიღებენ. 2018 წლის 2-დან 4 იანვრის ჩათვლით, 12:00 საათზე, ხოლო 5 იანვარს ორ სეანსად, 12;00 და 14:00 საათზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრში, გაიმართება საბავშვო სპექტაკლი ,,კონკია და ჯადოსნური ღამე’’. სპექტაკლზე დასწრება უფასო იქნება სხვადასხვა სოციალური კატეგორიისთვის, მათ შორის, მრავალშვილიანი,სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის.

NO COMMENTS