ვის მიულოცა ახალი წლის დადგომა ირაკლი ტაბაღუამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს

0
1929

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სასწარაფოს, სახანძროს, პოლიციის, საპატრულოს, რუსთავწყალისა და აზოტის ქარხნის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ახალი წლის ღამეს მორიგეობდნენ, ახალი წლის დადგომა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს მიულოცა. ირაკლი ტაბაღუამ მათ ქალაქზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული წელი უსურვა.

ქალაქის მერთან ერთად, ღამის მორიგეებს ახალი წლის დადგომა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, დეპუტატებმა, გურამ კვარაცხელიამ, გრიგოლ ვეფხვაძემ და დავით იშხნელმა მიულოცეს.

NO COMMENTS