პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით ხვალ, საპატრიარქოში ტრადიციული საყოველთაო მიღება არ გაიმართება

0
1495

4 იანვარი სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. კათოლიკოს-პატრიარქს 85 წელი უსრულდება.

როგორც საპატრიარქოში განაცხადეს, ამასთან დაკავშირებით ხვალ, პატრიარქის იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები დაგეგმილი არ არის. საპატრიარქოში არც ტრადიციული საყოველთაო მიღება გაიმართება, რომლის დროსაც მრევლი, სასულიერო პირები და საზოგადოების წარმომადგენლები უწმინდესს იუბილეს ულოცავდნენ.

NO COMMENTS