საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

0
2247

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 2018 წლის 7 იანვარს, საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, თბილისში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები: ვარდების მოედანი – დღის 12:00 საათიდან, ხოლო რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩები – 14:00 საათიდან.

აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა ალილოს დასრულებისთანავე განახლდება.

NO COMMENTS