მართლმადიდებლური სამყარო დღეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
ბოლნისის ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძრში საზეიმო წირვა–ლოცვა აღევლინა.
მლოცველებმა წირვის დასრულების შემდეგ სახალხო მსვლელობა “ალილო” მოაწყვეს და ტაძრებიდან ბოლნისის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ნიშასთან შიკრიბნენ.
ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა კი ქრისტეს შობის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა და ნიშასთან შეკრებილთ შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ესაუბრა. საშობაო ალილოს ბოლნისის მუნიციპლიტეტის მერი დავით შერაზადიშვილიც შეუერთდა.
მეალილოეთა მსვლელობა ბოლოს მოხუცთა პანსიონატ ,,ჭაღარაში” დასრულდა, სადაც მეუფე ეფრემმა მოხუცებს შობის დღესასწაული მიულოცა და დალოცა. მრევლმა კი ,,ჭაღარას” მცხოვრებლებს საშობაო ნობათი გადასცა.
საშობაო ალილოს ტრადიცია ბოლნისში მეუფე ეფრემის ლოცვა–კურთხევით აღდგა და უკვე მე–11 წელია მრევლი სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და მოხუცებს საშობაო ნობათს ურიგებს.