,,ჩვენს ტკბილ ბებიებს და ბაბუებს“ – საშობაო ტრაპეზი მოხუცთა სახლში

0
1585

,,ჩვენს ტკბილ ბებიებს და ბაბუებს“ – ასეთი წარწერით გაფორმებული ტორტი მიართვა ირაკლი ტაბაღუამ რუსთავის მოხუცებულთა სახლში მცხოვრებ ხანდაზმულებს და მათთან ერთად აღნიშნა ქრისტეშობა. ირაკლი ტაბაღუა “ქსენონს” მეუღლესთან ერთად ესტუმრა. ტრადიციულად მიულოცა შობის დღესასწაული ,,ქსენონის” ბინადართ რუსთველმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანე გამრეკელმა და სადღესასწაულო ტრაპეზსაც მათთან ერთად დაესწრო. ,,ქსენონში” აღნიშნეს შობა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პაატა მხეიძემ, მერის მოადგილეებმა დავით კეკელიძემ, გოჩა ლორიამ, ასევე ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა დავით რეხვიაშვილმა, ნინო ქავთარაძემ და საკრებულოს წევრმა გურამ კვარაცხელიამ.
მასპინძლებმა სტუმრების საპატივცემულოდ ლექსები და სიმღერები შეასრულეს და გამოხატული სითბოსთვის მადლობა გადაუხადეს ქალაქის ხელმძღვანელობას. 

 

 

NO COMMENTS