10 დღის წინ დაკარგული ბიჭი მოკლული იპოვეს

0
1438

დაკარგული ბიჭი, რომელსაც კვირაზე მეტია ეძებდნენ, მოკლული იპოვეს. დავით ტორიაშვილის ცხედარი სამართალდამცველებმა ორთაჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიაგნეს. ახალგაზრდა 20 წლამდე იქნება. მას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.

გამოძიება უკვე დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ის ბოლოს გულიას ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.

ადგილზე ახალგაზრდა ახსოვთ, რადგან ის მაღაზიაში ნაცემი შევიდა და მეგობარს დაურეკა. “კურიერის” ინფორმაციით, არსებობს ეჭვმიტანილი, რომელიც მიმალვაშია. მომხდარის მოტივზე ახალგაზრდის ოჯახის წევრები და ახლობლები არ საუბრობენ.

NO COMMENTS