რა მიმართულებით იმუშავებს ნინო ქავთარაძე “ათეაში”

0
2375

დღეს სასტუმრო „თბილისი-მერიოტში“, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) რიგით მე-19-ე სხდომა გაიმართა. სადაც „ათეას“ ვიცე-პრეზიდენტები და ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგეციების შემადგენლობა დაამტკიცეს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ „ათეას“ პრეზიდენტად თბილისის მერი კახა კალაძე იქნა არჩეული. კახა კალაძემ, საბჭოს წევრებს, ვიცე-პრეზიდენტები წარუდგინა და აღნიშნულ თანამდებობებზე თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები-გიორგი ტყემალაძე და თამარ ტალიაშვილი დაასახელა. დღევანდელ სხდომაზე ასევე აირჩიეს ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა, კონგრესის რეგიონთა პალატა სრულად ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდა. რაც შეეხება ადგილობრივი ხელისუფლების პალატას მას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და მცხეთის საკრებულოს წევრი სევდია უგრეხელიძე წარმოადგენენ. გარდა ამისა, მოხდა ევროპის საბჭოს დელეგაციების წარდგენა და დამტკიცება, დელეგაციის ხელძღვანელად კახა კალაძე და მის მოადგილედ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე დასახელდა.
სხდომაზე ასევე განიხილეს „ათეას“ 2018 წლის სამოქმედო გეგმა, პერსპექტივები და პროექტები, ჩამოყალიბდა ახალი საშტატო განრიგი და დამტკიცდა ასოციაციის ბიუჯეტი.

NO COMMENTS