ირაკლი ტაბაღუამ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა

0
1698

რუსთავის მერიისა და ,,ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის” ინიციატივით, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრ „თბილ სახლში“ საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

აქციის ფარგლებში, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორია, ძველი რუსთავის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტუხაშვილი, ,,ქვემო-ქართლის ტელე-რადიო კომპანიის’’ ხელმძღვანელებსა და ჟურნალისტებთან ერთად, ცენტრის ბენეფეციარებს ეწვივნენ. სტუმრებმა ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და ტკბილეულთან ერთად, საჩუქრებიც გადასცეს.

საქველმოქმედო აქცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით, ..ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის’’ ინიციატივით დაიგეგმა და მასში მონაწილეობის სურვილი რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამაც გამოთქვა.
რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა დღის ცენტრს, დღეისთვის 40-მდე ბენეფიციარი ჰყავს.

 

NO COMMENTS