ვინ არის რუსთავში მოკლული ბიზნესმენი

0
3377

რამდენიმე საათის წინ რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრის ერთ-ერთი მფლობელი 54 წლის სამსონ ქუთათელაძე საკუთარ კაბინეტში მოკლული იპოვეს.

სამსონ ქუთათელაძე საჩხერეში დაიბადა, დაამთავრა თბილისის ეკონომიკისა და სამართლის ინფრასტრუქტურების საერთაშორისო ინსტიტუტი.

1983–1985წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1985–1989წწ. საჩხერის სპორტული კომპლექსის რადიო კვანძის უფროსი; 1991–1992წწ. საჩხერის ბატალიონის ოცეულის მეთაური; 1992 წელს საჩხერის ბატალიონის დაზვერვის უფროსი; 1992–1995წწ. საჩხერის ბატალიონის მეთაური; 1995–1997წწ. საჩხერის სპეცდანიშნულების სამთო მსროლელი ბატალიონის მეთაური; 1997–2001წწ.  საჩხერის მე–16 სამთო მსროლელი ბატალიონის მეთაური; 2001–2003წწ. ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის საგანგებო სიტუაციისა და სამაშველო ძალების შტაბის უფროსი; 2003–2004წწ. ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილე; 2004-2006წწ. ეროვნული გვარდიის სარდალი; 2006–2007წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი. 2008-2012 წწ. საქართელოს პარლამენტის წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი.

NO COMMENTS