როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

0
2258

16 – 19 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა 16-17 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +6, +11, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +1, +6 გრადუსია მოსალოდნელი. 18-19 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +5, +10 გრადუსი.
20-24 იანვარს საქართველოში გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17-მდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.

NO COMMENTS