ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ კვარაცხელია, მეგობრობის ქუჩის №12 კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი პირი და მაჟორიტარი დეპუტატი პირადად გაეცნენ მოსახლეობის პრობლემებს. შეხვედრაზე წამოიჭრა რამდენიმე გადაუდებლად მოსაგვარებელი საკითხი, გაკეთდა აქცენტები სამომავლო გეგმებზეც. მეოთხე ოლქის მაჟორიტარი, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მისი კომპეტენციის ფარგლებში, არსებული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოგვარებას შეეცდება. ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატები მსგავსი ფორმატის შეხვედრებს მოსახლეობასთან რეგულარულად გამართავენ.