რუსთავის თეატრის წარმოდგენებზე დასასწრებად, სტუდენტებს ბილეთების შეძენა ფასდაკლებით შეეძლებათ

0
1483

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი, სტუდენტებს, სპექტაკლებზე დასასწრებ ბილეთებზე  შეღავათს სთავაზობს. თებერვლიდან, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ რუსთავის თეატრში დადგმულ ყველა წარმოდგენაზე ბილეთების შეძენისას 40 პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლონ. ფასდაკლება იმოქმედებს საქართველოში მცხოვრები ყველა სტუდენტისთვის.  

1 სტუდენტზე მხოლოდ ერთი ფასდაკლებული ბილეთი გაიცემა და მას ნებისმიერ სპექტაკლზე დასწრება იმდენჯერ შეუძლია, რამდენჯერაც მოესურვება. ბილეთის შეძენისას კი მან აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი (სტუდ-ბილეთი).  ამჟამად გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი ერთდროულად 4 სპექტაკლზე მუშაობს, სპექტაკლების პრემიერები მარტიდან იგეგმება, რომელი რეჟისორები რა სპექტაკლებს წარმოგვიდგენენ ამას თეატრის ერთგული მაყურებელი სულ მალე გაიგებს. ამგვარად, რუსთაველებს და არა მარტო მათ, წინ საინტერესო თეატრალური გაზაფხული ელით.

NO COMMENTS