დავით ზურაბიშვილი სკოლებში რელიგიის სწავლების აღდგენის წინააღმდეგია

1
5601

სკოლებში რელიგიის სწავლების შესაძლო აღდგენას რეპუბლიკური პარტიის წევრი დავით ზურაბიშვილი ეხმაურება.

”გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ თუ ეს მოხდა, რელიგიის ისტორია როგორც არჩევითი საგანი, არჩევითი კი არა ფაქტობრივად სავალდებულო გახდება და თან ეს ისტორია კი არა საღვთო სჯულის კურსი იქნება, ისიც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ინტერპრეტაციით. ანტიდასავლური პროპაგანდის კერებად თუ გვინდა სკოლების გადაქცევა, ბარემ პირდაპირ ვთქვათ”, – აღნიშნავს დავით ზურაბიშვილი.

ამ საკითხს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძეც უარყოფითად აფასებს.

“მინისტრს იქნებ ვინმემ აუხსნას, რომ საქართველო კონსტიტუციით არის სეკულარული სახელმწიფო და მთავრობის დღის წესრიგს არ უნდა განსაზღვრავდეს ეკლესიის ქადაგებები” – აცხადებს გოცირიძე.

წყარო

1 COMMENT

  1. ჩვენ ქრისტიანები ვართ და არა კაცის ხორცის მჭამელები, დასავლეთი თუ ამორალურს დაგვაძალებს როგორიცაა ერთსქესიანთა ქროწინება და აბორტი, მარტო ქრისტიანები კი არა ნებისმიერი რწმენის, მათ შორის მუსულმანურიც, წინააღმდეგი წავლენ. ნებისმიერი თემა თქვით რომელიც ეკლესიიგან მოდის და ეწინააღმდეგება დასავლეთთან კარგი ურთიერთობის ქონას თუ იგი ადამიანური მორალის წინააღმდეგ არ მიდის და ადამის გადაგვარებას არ ემსახურება?

Comments are closed.