ირაკლი ტაბაღუა სამუშაო ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა

0
1619

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლებთან და რუსთავის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით პოლონეთში გაემგზავრა.

დელეგაცია 21-26 იანვარს, პოლონეთის ქალაქებში: ლოძი, სტალოვა ვოლა, ლიუბლინი, ჩაატარებს ოფიციალურ შეხვედრებს ქალაქების ხელმძღვანელობასთან და გაეცნობა პოლონეთის რესპუბლიკაში  არსებული ინოვაციური სერვისების სახეებს, მათი დაგეგმვისა და განხორციელების სპეციფიკას, განხორციელებულ და მიმდინარე რევიტალიზაციის პროცესს, რაც გულისხმობს, ყოფილი ინდუსტრიული ქალაქების განვითარებას 90-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ჩართულია პროექტში „სამთავრობო სერვისლაბის და UNDP-ის პარტნიორობის ექსპერიმენტული მოდელი მმართველობაში განვითარების ახალი სფეროების აღმოჩენისთვის“. პროექტს ახორციელებს UNDP და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო. სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაემგზავრა დელეგაცია პოლონეთში.

საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და დანერგვა ქალაქ რუსთავში – ქალაქის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

NO COMMENTS