პოლონეთში მყოფი რუსთავის დელეგაცია დამეგობრებულ ქალაქ ლოძის ხელმძღვანელობას შეხვდა

0
1685

პოლონეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი რუსთავის დელეგაცია, რომელსაც რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ხელმძღვანელობს, დამეგობრებულ ქალაქ ლოძის ვიცე მერს, ვოიცეხ როსიცკის შეხვდა. რუსთავსა და ლოძის შორის, დამეგობრების მემორანდუმი 1995 წელს გაფორმდა.

შეხვედრაზე მასპინძლებმა სტუმრებს ქალაქის არქიტექტურული და ურბანული განვითარების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. რის შემდეგაც რევიტალიზაციის ადგილები მოინახულეს.

დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში რუსთავის მერთან ერთად, თვითმმართველობის თანამშრომლები და ახალგაზრდა ბიზნესმენები არიან პოლონეთში 21 იანვარს გაემგზავრა. მომდევნო დღეებში დელეგაცია ქალაქებს სტალოვა ვოლასა და ლიუბლინის ეწვევა, ჩაატარებს ოფიციალურ შეხვედრებს ქალაქების ხელმძღვანელობასთან და გაეცნობა ინოვაციური სერვისების სახეებს, მათი დაგეგმვისა და განხორციელების სპეციფიკას, განხორციელებულ და მიმდინარე რევიტალიზაციის პროცესს, რაც გულისხმობს, ყოფილი ინდუსტრიული ქალაქების განვითარებას 90-იანი წლების ეკონომიკური კოლაფსის შემდეგ.

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ჩართულია პროექტში „სამთავრობო სერვისლაბის და UNDP-ის პარტნიორობის ექსპერიმენტული მოდელი მმართველობაში განვითარების ახალი სფეროების აღმოჩენისთვის“. პროექტს ახორციელებს UNDP და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო. სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაემგზავრა დელეგაცია პოლონეთში.

დელეგაცია პოლონეთიდან რუსთავში 27 იანვარს დაბრუნდება.

NO COMMENTS