რუსთავის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

0
1856
ხვალ, 23 იანვარს, მესხიშვილის ქუჩაზე, კომპანია „რუსთავის წყალი“ წყალსადენის მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
სამუშაოების ჩასატარებლად მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 23 იანვარს 22:00 საათიდან 24 იანვრის, დილის 06:00 საათამდე,
წყალმომარაგება შეეზღუდება:
თოდრიას ქუჩას, ლესელიძის და მესხიშვილის ქუჩების ნაწილს, მე-14 მკ/რაიონის ნაწილს.

NO COMMENTS