„ახალგაზრდული საკრებულო“-ს პროექტის შემაჯამელი შეხვედრა გაიმართა

0
1239

რუსთავის მუნიციპალიტეტში ბოლო 4 წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებით ხორციელდებოდა პროექტი „ახალგაზრდული საკრებულო“.
დღეს კი, პროექტის შემაჯამელი შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებმა დეტალურად წარმოადგინეს თუ რა საკითხებზე იმუშვეს 4 წლის განმავლობაში, რა ცოდნა შეიძინეს და რა სამომავლო გეგმები დასახეს პროექტის დასრულების შემდეგ.

პრეზენტაციის პარალელურად „ახალგაზრდული საკრებულოს“ წევრები, ახალი, მეექვსე მოწვევის საკრებულოს წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, მათ ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და რჩევები მიიღეს წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი პირებისგან. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მისი მოადგილე ნინო ქავთარაძე და პროექ „ახალგაზრდული საკრებულოს“ აქტიური მხარდამჭერი, ფრაქცია “ქართული ოცნების” – თავმჯდომარის მოადგილე გიგა ჯღარკავა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
ლევან ონიანმა ახალგაზრდებს მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

NO COMMENTS