ლევან ონიანი მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

0
1723

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ადმინისტრაციული ერთეულების მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად საკრებულოს თავმჯდომარე, იაკობ ცურტაველის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულს მაჟორიტართან დავით იშხნელთან და მერის წარმომადგენელთან ერეკლე ლაცაბიძესთან ერთად რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა. პირადად მოისმინა მათი პრობლემები და კომპეტენციის ფარგლებში არსებული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაჭრას დაპირდა.

დღესვე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით რეხვიაშვილი და მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში მაია ელიზბარაშვილი, “ჭყონდიდელის დასახლებაში” გოგოლის, ბარნოვის და გიორგაძის ქუჩის მაცხოვრებლების ნაწილს შეხვდა. მოისმინა მოსახლეობის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები დასახა. შეხვედრაზე წამოიჭრა რამდენიმე გადაუდებლად მოსაგვარებელი საკითხი, გაკეთდა აქცენტები სამომავლო გეგმებზე. დავით რეხვიაშვილი მის სამაჟორიტარო ოლქში მოსახლეობას ყოველკვირეულ რეჟმში შეხვდება.
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატები მსგავსი ფორმატის შეხვედრებს მოსახლეობასთან რეგულარულად გამართავენ.

NO COMMENTS