რუსთავში 15 წლის მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

0
2926

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – მე-12 მიკრორაიონში „ნისანის“ მარკის ავტომობილი 15 წლის მოზარდს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარება და საპატრულო პილიცია.

გოგონა კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანეს. მას თავის ტრავმა აღენიშნება.

ექიმის განმარტებით, დაშავებულს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.

პაციენტს დამატებითი გამოკვლევები უტარდება.

წყარო

NO COMMENTS