დუალური სწავლების თემაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

0
1294

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სამუშაოზე დაფუძნებული – დუალური სწავლების თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დუალური სწავლების სამოქმედო გეგმის განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გზამკვლევის პროექტზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, სოციალური პარტნიორები, სახელმწიფო დაწესებულებათა, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.

რა არის დუალური განათლება?

დუალური განათლება პროფესიული განათლების ფორმაა. სტუდენტი ორ ადგილას სწავლობს: პროფესიულ სასწავლებელში ის მომავალ პროფესიასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას შეისწავლის, ხოლო საწარმოში ან კომპანიაში პრაქტიკულად ეუფლება მას. ამ მიდგომის შედეგად სტუდენტი თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც იღებს და კონკურენტუნარიანი ხდება შრომის ბაზარზე.

NO COMMENTS