ლევან ონიანმა და გოჩა ჯანგიძემ მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულეს

0
1527

26 იანვარს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ჯანგიძესთან ერთად, შოთა რუსთაველის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრა. ლევან ონიანმა და გოჩა ჯანგიძემ ბარბაბიშვილების მრავალშვილიანი ოჯახი მოინახულეს. ადგილზე გაეცნენ მრავალშვილი ოჯახის პრობლემებს და კომპეტენციის ფარგლებში თანადგომა აღუთქვეს. საკრებულოს თავჯდომარის და მაჟორიტარი დეპუტატების შეხვედრები რუსთავის სხვადასხვა სამაჟორიტარო ოლქებში ყოველკვირეულ რეჟიმში მიმდინარებს. ამ ფორმატით მოსახლეობისა და წარმომადგენლობითი ორგანოს შორის კომუნიკაცია სამომავლოდაც იგეგმება.

NO COMMENTS