უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

0
1290

30 იანვრიდან 2 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსის ფარგლებში იქნება. 2 – 4 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

3 – 4 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +13, +18, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

NO COMMENTS