შსს-მ მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო

0
1363

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სვანეთში, მამის მიერ შვილების სახლში გამოკეტვის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გამოძიება იძულების მუხლით მიმდინარეობს.

მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და უწყება მზად არის ახალი დეპარტამენტის ფარგლებში, პროცესში ჩაერთოს, ყველა მხარეს მოუსმინოს და მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.

თუმცა ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ საკითხის სენსიტიურობიდანგამომდინარე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება ვერ იქნება ერთადერთი გამოსავალი. მინისტრის მოადგილის განცხადებით, საჭიროა პროცესში სოციალური სამსახურების ჩართვა.

„ეს არის საკმაოდ კომპლექსური და სენსიტიური საკითხი.  ჩვენ ის, რაც შსს-ზე იყო დამოკიდებული, უკვე გავაკეთეთ, დაუყოვნებლივ გამოძიება ამ ფაქტზე იძულების მუხლით დავიწყეთ, თუმცა ერთმნიშვნელოვნად გვინდა აღვნიშნოთ, რომ მხოლოდ გამოძიების დაწყება ამ საქმეზე და კონკრეტული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვერ იქნება ამ საკითხის გადაჭრის ერთადერთი სწორი გამოსავალი,” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

NO COMMENTS