გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის ღონისძიებები და შეღავათები განისაზღრა.
მათ შორის:
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მრავალშვილიანი მოსამსახურეები თანამდებობრივ სარგოსთან ერთად ყოველთვიურ დანამატებს მიიღებენ;
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მეხანძრე-მაშველის/მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მას ერთჯერად ფულად დახმარებასმისცემენ;
მოსამსახურეს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება: დაქორწინებისას, ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და შვილის შეძენის შემთხვევაში.
სამსახურის მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება.
Home ახალი ამბები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის ღონისძიებები და შეღავათები განისაზღრა