რუსთავში გიორგი ჩაჩანიძის ნამუშევართა პერსონალური გამოფენა გაიხსნა

0
1141

ქალაქის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ახალგაზრდა რუსთაველი მხატვრის, გიორგი ჩაჩანიძის ნამუშევართა პერსონალური გამოფენა გაიხსნა.

გამოფენაზე სახელწოდებით -,,ტეტრისი’’, მხატვრის 25-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.

გამოფენის გახსნას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივითვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

გამოფენა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ,,სახელოვნებო გაერთიანებათა ცენტრის’’, მხატვართა გაერთიანება ,,გამას’’ ორგანიზებით იმართება და ორ დღეს გასტანს.

NO COMMENTS