რუსთავში შიდასაქალაქო მიკროავტობუსის ახალი ექსპერიმენტული მარშრუტი დაინიშნა

0
5678

ახალ მარშრუტზე, მგზავრებს №11 მიკროავტობუსი მოემსახურება. შესაბამისი გადაწყვეტილება რუსთავის მერიამ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილება ექსპერიმენტულია და მისი საბოლოოდ დამტკიცება მგზავრთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

მარშრუტის მოძრაობის მიმართულება:
საბითუმო ბაზარი – XVII მიკრო რაიონი – XX მიკრო რაიონიაზოტის საავადმყოფო თბილისის ქუჩავაჟაფშაველას ქუჩამერია.
უკუმიმართულება:
მერიავაჟაფშაველას ქუჩათბილისის ქუჩააზოტის საავადმყოფო – XX  მიკრო რაიონი – XVII მიკრო რაიონისაბითუმო ბაზარი.

მიკროავტობუსები დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე იმოძრავებენ 5-8 წუთიანი ინტერვალით, მგზავრობის ღირებულება კი 50 თეთრი იქნება.

ქალაქ რუსთავში, შიდასაქალაქო მიმართულებებზე მგზავრთა გადაადგილებას, მიკროავტობუსებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს. ექსპერიმენტულ მარშრუტზე სატრანსპორტო საშუალებები აღნიშნულმა კომპანიამ სხვადასხვა მიმართულებიდან გადაანაწილა.  

NO COMMENTS