სოფელ ბალიჭში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია დახმარებას გაუწევს

0
1580

2 თებერვალს, სოფელ ბალიჭში მცხოვრებ კახა ვარსიმაშვილის საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის დროს სახლში ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ. ხანძარი ოჯახის ნათესავმა შეამჩნია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა გამოიძახა. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდნენ მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ შეძლეს. ადგილზე მუშაობდნენ შსს-ს ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებილები და ექსპერტ-კრიმინალისტები. დანიშნულია სახანძრო ტექნიკური ექსპერტიზა, რის შედეგადაც დადგინდება ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
დაზარალებული ოჯახი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მოინახულა. დავით შერაზადიშვილი ოჯახის წევრებს გაესაუბრა და დახმარება აღუთქვა.
,, სოფელ ბალიჭში რამდენიმე დღის წინ მოხდა სამწუხარო ფაქტი და ხანძრის შედეგად ჩვენს მოქალაქე კახა ვარსიმაშვილს დაეწვა საცხოვრებელი სახლი. დღეს მოვედით და მოვინახულეთ დაზარალებული ოჯახი, ვუთანაგრძნობთ მათ. სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესში გვაქვს მუხლი, რომელიც იძლევა საშუალებას სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელ სახლზე მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გავუწიოთ ზარალის ოდენობის შესაბამისად, მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარისა. ოჯახი წარადგენს თუ არა შესაბამის დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ მოხდება დახმარების გაწევა“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

NO COMMENTS