დაშბაშის კანინოამდე მისასვლელი გზა სრულად მოასფალტდება

0
1640

მიმნდინარე წელს, მთის განვითარების პროგრამის ფარგლებში, წალკის მუნიციპალიტეტში არსებული დაშბაშის კანიონამდე მისასვლელი გზის მოასფალტება დასრულდება, –  ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი.

როგორც შეხვედრაზე მხარის გუბერნატორის მოადგილემ, კახაბერ კობერიძემ განაცხადა, გასული წლის კვლევების მიხედვით, დაშბაშის კანიონი რეგიონში ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ ადგილად დასახელდა.

დღესვე, გრიგოლ ნემსაძემ მუნიციპალიტეტის მერებს ტურისტული პოტენციალის შესწავლა და ამ მიმართულებით სპეციალური სამუშაო ჯგუფების შექმნა დაავალა. უახლოეს პერიოდში, საკითხზე მსჯელობა, თემატური ფორუმის ფორმატში გაგრძელდება.

NO COMMENTS