ლევან ონიანი და გურამ კვარაცხელია მოხუცთა სახლ ,,ქსენონს’’ სტუმრობდნენ

0
1903

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ კვარაცხელია, რუსთავის მუნიციპალურ მოხუცთა სახლ ,,ქსენონს’’ იმყოფებოდნენ.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს მოხუცთა სახლის დირექტორმა მალხაზ კვინიკაძემ უმასპინძლა. ლევან ონიანმა და გურამ კვარაცხელიამ ადგილზე შეისწავლეს „ქსენონში“ არსებული ინფრასტრუქტურული ვითარება, მონახულეს დაწესებულების ეზოში აკაკი მორჩილის სახელობის მშენებარე ტაძარი და თავშესაფრის ბინადრებს შეხვდნენ.

ხანდაზმულთა სახლში სულ 41 ბენეფიციარი ცხოვრობს, საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატი „ქსენონის“ ბინადართა პრობლემებით დაინტერესდნენ, მოისმინეს მათი იდეები და ხედვები თავშესაფრის შემდგომი განვითარების შესახებ, აღსანიშნავია რომ მოხუცების ძირითადი თხოვნა ტაძრის მშენებლობის დაჩქარებას ეხებოდა. ლევან ონიანი და გურამ კვარაცხელია კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურ თანადგომას დაპირდნენ ბენეფიციარებს.
მოხუცებულთა სახლში მსგავსი შეხვედრები კიდევ არაერთხელ გაიმართება.

NO COMMENTS