ორი პატარა გოგონას ოცნება რეალობად იქცა

0
6843

ორი პატარა გოგონას სურვილი – ცეკვა ისწავლონ რეალობად იქცა. დღეიდან ცეკვის აკადემია ,,სუხიშვილების’’ რუსთავის ფილიალს ორი ახალი მოსწავლე შეემატება. ბავშვები ,,საქართველოს კარიტასის’’ მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრ „თბილი სახლის’’ აღსაზრდელები არიან.

ქართული ცეკვის შესასწავლად სუხიშვილების აკადემიაში გოგონები ირაკლი ტაბაღუამ მოადგილე გოჩა ლორიასთან ერთად მიიყვანა.

რუსთავის მერმა პატარა გოგონები საახალწლოდ, „ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის’’ მიერ ორგანიზებული სოციალური აქციის დროს გაიცნო. 
რუსთავის მერია მადლობას უხდის სუხიშვილების აკადემიას თანამშრომლობისთვის და იმ გულისხმიერებისთვის, რომელიც მათ ამ პატარა გოგონების მიმართ გამოიჩინეს.

 

NO COMMENTS