საქართველოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

0
1370

საქართველოს დელეგაციის წევრებმა, თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნინო ქავთარაძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონთა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მუშაობაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ქალაქ სტრასბურში გაიმართა.

სხდომაზე კონგრესის წევრმა სტიუარტ დიქსონმა წარმოადგინა მოხსენება საქართველოში 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების თაობაზე.

მოხსენება დადებითად აფასებს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების პროცესს, ადამიანის უფლებებისა და კანონიერების ევროპული სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით.

საქართველოს დელეგაციის სახელით პოზიცია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტმა თამარ ტალიაშვილმა დააფიქსირა. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და ასევე, არჩევნების უშალო დამკვირვებლებსა და ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და რეგიონთა კონგრესს საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისთვის

NO COMMENTS