ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრეს

0
1233

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ლევან ჟვანიასა და ტურ ოპერატორ ,,ინტერკონტინენტალი“-ს დამფუძნებელს, ნინო მახვილაძეს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა , ქვემო ქართლის რეგიონში ტურისტული ადგილებით დაინტერესება და მათი განვითარების გზები იყო.
მათი თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები და სიძველეები ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მარშრუტი გახდება ტურისტების მოსაზიდად.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ტურიზმის განვითარებასთან ერთად ყურადღება სოფლის მეურნეობასა და მეღვინეობაზე გაამახვილა. ასევე ისაუბრა ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი და მნიშვნელოვანი პირობების შექმნაზე.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა ,დავით შერაზადიშვილთან ერთად, ბოლნისის სიონი, წმ.პეტრე და პავლე მოციქულთა სახელობის მამათა მონასტერი, ძველი გერმანული უბანი და საოჯახო ღვინის მარნები მოინახულეს.

NO COMMENTS