პროექტს – ,,მკითხველი დედა, მკითხველი ოჯახი, მკითხველი ქალაქი” ირაკლი ტაბაღუაც შეუერთდა

0
1229

ირაკლი ტაბაღუა პროექტს – ,,მკითხველი დედა, მკითხველი ოჯახი, მკითხველი ქალაქი” შეუერთდა და დღეს  მე-17 ბაღის აღსაზრდელებს ჰანს ქრისტიან ანდერსენის ზღაპარი ,,თორმეტი თვე’’ წაუკითხა.

პროექტი რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მერიის ინიციატივით დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. 
პროექტის ფარგლებში, ქალაქის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, რუსთავის საბავშვო ბაღებს ეწვევიან და აღსაზრდელებს ზღაპრებს წაუკითხავენ.

NO COMMENTS