რუსთავში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

0
3145

თანამედროვე სტანდარტებისა და დიზაინის ოთხსართულიანი კორპუსი ძველ რუსთავში, გოგებაშვილის ქუჩაზე შენდება.
პროექტს სამშენებლო კომპანია ,,Georgian Building Group’’ახორციელებს.

პროექტის პრეზენტაციას დღეს, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი მოადგილეებთან ერთად დაესწრნენ და საცხოვრებელი კორპუსის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

52-ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა, საბავშვო გასართობი მოედანი და კეთილმოწყობილი სკვერი.
კომპლექსის მშენებლობაში 4 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

მშენებლობაზე ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება, პროფესიულ პრაქტიკას გაივლიან კოლეჯ „მოდუსის“ სტუდენტებიც.
კომპანია ‘’Georgian Building Group’’ რუსთავში რეგისტრირებულ ერთ სოციალურ ოჯახს ფინანსურ დახმარებას გაუწევს და ყოველთვიურად ხელფასს გადაუხდის.

NO COMMENTS