რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით №10 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა

0
1235

ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სხვადასხვა პროფესიის რამდენიმე რუსთაველი დააჯილდოეს.
სიმბოლური საჩუქრები მათ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ტაბატაძემ გადასცეს.

ღონისძიებას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მალხაზ კომლაძე, მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ჯღარკავა და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

NO COMMENTS