დედის დღე რუსთავში

0
1082

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სამაჩაბლოში 2004 წლის შეიარაღებული კონფლიქტისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გარდაცვლილი რუსთაველი სამხედრო მოსამსახურეების დედებსა და მეუღლეებს, ასევე ღვაწლმოსილ რუსთაველ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა.

ქალაქის მერი მათ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძესა და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, სახლში ეწვია და დღესასწაული მიულოცა.

დღესვე, ირაკლი ტაბაღუამ დედის დღე, რუსთავის ცენტრალურ სამშობიარო სახლსა და კლინიკა ,,რუსთავში’’, ახალშობილთა დედებს და სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებსაც მიულოცა.

რუსთავის მერიის სადღესასწაულო საჩუქარი რუსთავში მცხოვრებმა ყველა სოციალურად დაუცველმა მრავალშვილიანმა დედამ და მუნიციპალურ თავშესაფარ ,,ქსენონის’’ მცხოვრებმა მოხუცებულმა ქალბატონმა მიიღო.

  • გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის ფოიეში, დედის დღისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე 17 რუსთაველი მხატვარი ქალის 50-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.

გამოფენის გახსნას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ტაბატაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გურამ კვარაცხელია, გრიგოლ ვეფხვაძე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. გამოფენა ა(ა)იპ ,,ქ. რუსთავის სახლეოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის’’ ორგანიზებით გაიხსნა და 8 მარტს დაიხურება.

მოგვიანებით, თეატრის დარბაზში, სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. კონცერტზე მიწვეული იყვნენ რუსთავში მცხოვრები მრავალშვილიანი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედები.

  • რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მეუღლესთან ერთად, მუნიციპალურ თავსესაფარ ,,ქსენონში’’ მცხოვრებ ქალბატონებს დედის დღე და მოახლოებული ქალთა დღესასწაული მიულოცა.

ღონისძიების ფარგლებში, ,,ქსენონში’’ ფოლკლორულ ანსამბლ ,,მე რუსთველის’’ მცირე კონცერტიც მოეწყო.

ღონისძიებას რუსთავის მერის მოადგილეები გოჩა ლორია, დავით კეკელიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე დაესწრნენ.

NO COMMENTS