რა სიურპრიზი მოუწყეს 9 შვილის დედას

0
3529

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მრავალშვილიან დედას, ხათუნას ხავთასს დედის დღე მიულოცა.

ა(ა)იპ ,,რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის’’ ხელშეწყობით, ცხრა შვილის დედას მეუღლემ, შალვა შუბლაძემ სიურპრიზი მოუწყო – ყვავილების თაიგული, თეატრის სპექტაკლის ბილეთები, სილამაზის სალონის ვაუჩერი აჩუქა და სადღესასწაულო ვახშამზე მიიწვია. დღის ბოლოს კი, ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ ეკრანზე, სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლით ხათუნა ხავთასს დედის დღე შვილებმა მიულოცეს.

 

NO COMMENTS