სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონული პირველობა მაგიდის ჩოგბურთით დაიწყო

0
1338

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში დღეს ქვემო ქართლის რეგიონული პირველობა მაგიდის ჩოგბურთით დაიწყო. ერთმანეთს ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ (გოგონები, ბიჭები). გოგობენში გამარჯვება რუსთავის გუნდმა მოიპოვა, ბიჭებში კი წალკის. ტურნირს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მოადგილე გოჩა ლორია, ააიპ “ქ.რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი გეგი ლიპარტელიანი ესწრებოდა. გამარჯვებულ გუნდებს მათ თასები, მედლები და სიგელები გადასცეს.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მიმდინარე სეზონი სპორტის 6 სახეობაში (ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, გეზრბენი, ხელბურთი) სკოლებს შორის 2017 წლის 25 სექტემბრს დაიწყო და 2018 წლის იანვრის თვეში დასრულდა. დასკვნითი ეტაპი მაისის თვეში თბილისში გაიმართება. რეგიონებში გამარჯვებული გუნდები დასკვნით ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას, სადაც საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდებიან. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ საქართველოს ჩემპიონები მსოფლიოს სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე იღებენ მონაწილეობას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში იმართება.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს მასშტაბით უკვე 4 წელია მიმდინარეობს. პროექტში პირველივე წლიდან აქტიურად არის ჩართული რუსთავის როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლები. ქალაქში ღონისძიების ორგანიზებას რუსთავის მუნიციპალიტეტი აქტიურად უწევს.

NO COMMENTS