ბოლნისის მერიაში ,,არემჯის“  კორპორატიული დირექტორის მოადგილეს ევროკავშირის ინიციატივის მიზნები გააცნეს

0
1284

დღეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში  ევროკავშირის პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“  ფარგლებში  ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა და ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ადგილობრივმა ოფიცერმა, მერი აბრამიშვილმა კომპანია ,,არემჯის“  კორპორატიული დირექტორის მოადგილეს, ამირან ქართველიშვილს  ევროკავშირის აღნიშნული ინიციატივის მიზნები გააცნეს.  შეხვედრაზე მუნიციპალტეტის ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებისა და კომპანიის მიერ დაგეგმილი სამომავლო აქტივობების შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა   პროექტის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვეს.

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში, რათა მათ ხელი შეუწყონ ეკონომიკურ განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას მოცემულ რეგიონში.

NO COMMENTS