დავით შერაზადიშვილი სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას დაესწრო

0
1330

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი , ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში, საქართველოს მელიორაციის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელსაც ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე ხელმძღვანელობდა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გუბერნატორის მოადგილემ, ალექსანდრე მეტრეველმა და მუნიციპალიტეტების მერებმა.

რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა, ადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კომპანიის წარმომადგენლებს და მათგან, სოფლებში, წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მოისმინეს.

NO COMMENTS