მერები ეკონომიკური ზრდისთვის საპილოტე პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

0
1322

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მერები ეკონომიკური ზრდისთვის საპილოტე პროექტის „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა დაინტერესებულ მხარეებთან.

შეხვედრაზე განხილეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი ბიზნესის (აგრო წარმოებასა და ტურიზმის) ხელშეწყობასთან იქნება დაკავშირებული. ასევე ისაუბრეს ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

პროექტი განხორციელდება 2018-2021 წლებში და მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:
● ინფრასტუქტურის გაუმჯობესება კატერინენფელდის ტერიტორიაზე (მოეწყობა კანალიზაცია, ქვაფენილი, გარე განათება და ტურისტული მარკირების ნიშნები);
● აგრო ცენტრის მოწყობა (ტერიტორიის მომზადება აგროცენტრისთვის, სადაც განთავსდება შესაფუთი დანადგარები და გასაყიდი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია);
● კვლევები: საწარმოო შესაძლებლობების იდენტიფიცირებისა და ადგილობრივ წარმოებულ საქონელზე მოთხოვნის დასადგენად კვლევის განხორციელება, ასევე მიწოდების წყაროების იდენტიფიცირება, რეგიონული აგრო-ბიზნეს ცენტრის ტერიტორიაზე პერიფერიული მომხმარებლების საქმიანი ინტერესების შეფასება; კატერინენფელდის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება; აგროცენტრის ბიზნეს მოდელისა და სტრატეგიის შემუშავება;
● ფერმერებისა და ტურიზმის დარგში არსებული მეწარმეების გადამზადება და მათი ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება..

NO COMMENTS