რუსთავის #4 სამუსიკო სკოლაში, წლის შემაჯამებელი კონცერტი სახელწოდებით ,,გაზაფხულის ჰანგები’’ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, სკოლის აღსაზრდელებმა სხვადასხვა კლასიკური და ფოლკლორული ნაწარმოებები შეასრულეს.
კონცერტს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს დეპუტატები: მალხაზ კომლაძე, გრიგოლ ვეფხვაძე, გიორგი ჭანტურია და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.