ირაკლი ტაბაღუა რუსთავის ქალთა სახლის წარმომადგენლებს შეხვდა

0
1108

ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძესთან ერთად, რუსთავის ქალთა სახლის წარმომადგენლებს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმრებმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და სამომავლო გეგმები გააცნეს.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაზე შეთანხმდნენ.

რუსთავის ქალთა სახლი არასამთავრობო ორგანიზაციის – ,,ქალები სამართლიანობისთვის’’ მიერ დაფუძნებული სტრუქტურული ერთეულია, რომელიც აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა პროექტსა და საქველმოქმედო აქციაში.

NO COMMENTS