ირაკლი ტაბაღუა პარკში პანდუსის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

0
1352

უახლოეს მომავალში, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ქალაქის მერის ინიციატივით, წმინდა ნინოს ქუჩიდან ცენტრალურ პარკში ჩასასვლელი კიბის გასწვრივ პანდუსი ეწყობა.

სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მოადგილე დავით კეკელიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე გარე განათების თანამედროვე სისტემა დამონტაჟდება და მოეწყობა მოაჯირები.
პროექტისთვის 27 700 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან იხარჯება.
სამუშაოები მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.

NO COMMENTS