ფოტოკონკურსი „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე“

0
1603

ააიპ „ქ. რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“ აცხადებს ფოტოკონკურს „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე“
თუ ხართ პროფესიონალი, ან მოყვარული ფოტოგრაფი და გსურთ, რომ გვაჩვენოთ თქვენი თვალით დანახული თავისუფლება, თუ ფიქრობთ რომ შეგიძლიათ ობიექტივზე აღბეჭდოთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის შედეგი, მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!!!
18 მაისის ჩათვლით გააგზავნეთ თქვენს მიერ გადაღებული არანაკლებ 3 ფოტო. 
ააიპ „ქ. რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი“ კომპეტენტურ ჟიურისთან ერთად გამოავლენს საუკეთესო ფოტოების სამ ავტორს.
გამარჯვებული ავტორების ფოტოები 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში კულტურისა და დასვენების პარკში გამოიფინება, ავტორებს კი სპეციალური საჩუქრები გადაეცემათ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ფოტოები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
cysrustavi@gmail.com

NO COMMENTS