ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

0
1054

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ქალაქ ბოლნისის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში სარეაბილტაციო სამუშოები მიმდინარეობს. რამდენიმე თვეში ბოლნისს კიდევ ერთი თანამედრო სტანდარტების შესაბამისი ბაღი ექნება. პროექტის ფარგლებში შენობას სრულად ჩაუტარდება ყველა საჭირო გარე და შიდა სარემონტო სამუშაოები, შეიცვლება კომუნიკაციები, წყალ-კანალიზაციის გაყვანილობა, ელექტროგაყვანილობა, გადაიხურა თანამედროვე ტიპის სახურავით, ასევე კეთილმოეწყობა ეზო და დამონტაჟდება გასართობი ატრაქციონები.

სამუშოები აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის კუთხით. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ფარნავაზ მეფისა და მერაბ კოსტავას ქუჩებზე ქვაფენილის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

სამუშაოები უკვე დაიწყო წუღრუღაშენის მონასტრისკენ მიმავალ გზაზე. პროექტის ფარგლებში დაიგება 1900 გრძივი მეტრი ასფალტო-ბეტონის გზა, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, საგზაო ნიშნები , შემოფარგვლა და მონიშვნა. კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მიუჯეტის დაფინანსებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. სოფელ ხატისოფელში წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება ცენტრალური მაგისტრალი, სატუმბო სადგური და რეზერვუარი. სამუშაოებისას ადგილობრივი კადრები არიან დასაქმებული.

NO COMMENTS