ქალაქ ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დაათვალიერა

0
789

ქალაქ ბოლნიის რამდენიმე ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანებულ ქუჩებს ახალი ქვაფენილი ჩაანაცვლებს.

მიმდინარე პროექტები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა , დავით შერაზადიშვილმა, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

ადგილობრივი ბაზალტით წისქვილის ქუჩის 60 და კოსტავას ქუჩის 220 გრძივ მეტრზე ქვაფენილი მოეწყობა. ასევე მოპირკეთდება ფარნავაზ მეფის ჩიხი.

სამუშოების მიმდინარეობისას დასაქმებულია ადგილობრივი კადრები.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

NO COMMENTS