საერთაშორისო ფესტივალს ,,One Caucasus” წელს ბოლნისმა უმასპინძლა

0
1016

ფოლადაურის ხეობაში დღეს, საზეიმოდ გაიხსნა მუსიკალური ფესიტივალი ,,ერთიანი კავკასია”, რომელმაც 14 ქვეყნის მუსიკოსები და ხელოვანები გააერთიანა.

გახსნის ცერემონიალს ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა და ფესტივალის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
,,ძალიან სასიხარულოა, რომ წელს ფესტივალის ლოკაციად ბოლნისი შეირჩა და დღეს ყველა ერთად შევიკრიბეთ, ამ ულამაზეს ხეობაში, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ,,ერთიანი კავკასიის“ აღსანიშნავად. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ფესტივალში ჩართულები არიან ხელოვანები სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც მათ დამეგობრებას და სამომავლო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. მუსიკა აერთიანებს ადამიანებს და ქმნის მშვიდობიან, უსაფრთხო სივრცეს ახალგაზრდებისთვის, რაც ფესტივალის მთავარ იდეად შეიძლება ჩაითვალოს.
ბოლნისის თვითმმართველობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ტურიზმის განვითარების კუთხით და ეს აქტივობაც არის ერთ-ერთი კარგი საშუალება იმისა, რომ ბოლნისის ცნობადობა კიდევ უფრო გაიზარდოს და უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდეთ სურვილი ესტუმროს ბოლნისს და მოინახულოს ჩვენი ღირსშესანიშნაობები”, განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

მუსიკალური ფესტივალი 2 სექტემბერს დასრულდება. კონცერტების ფარგლებში ფესტივალი უმასპინძლებს საუკეთესო მუსიკოსებს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, სენეგალიდან და სხვა ქვეყნებიდან. მუსიკოსები არა მხოლოდ საკუთარ რეპერტუარს წარმოადგენენ საკონცერტო სცენაზე, არამედ, ასევე, მათ ექნებათ შესაძლებლობა ითანამშრობლონ სხვა მუსიკოსებთან და ფესტივალზე წარმოადგინონ ახალი საერთაშორისო მუსიკალური პროექტები

NO COMMENTS