მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა

0
894

შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლების” საგამოძიებო მიმართულების რეფორმის ფარგლებში, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური ამოქმედდა.

სამსახურის საქმიანობის მიზანი გამომძიებელსა და დაზარალებულს/მოწმეს შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის გამკლავებაში დახმარება იქნება.

პირველ ეტაპზე კოორდინატორები, „საპილოტე“ რეჟიმში, თბილისში, რუსთავსა და მარნეულში იმუშავებენ. აღნიშნულ პოზიციაზე 6 ადამიანი დასაქმდება.

კოორდინატორების პოზიციაზე კანდიდატების შესარჩევად კონკურსი უკვე გამოაცხადა. განაცხადის ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე -http://hr.police.ge/. განაცხადების მიღება 21 თებერვალს დასრულდება.

NO COMMENTS